Saturday, December 19, 2009

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელი:
გალაკტიონი

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ XI-კლასის მოსწავლეები. კონკურსის მთავარი მიმართულებაა გალაკტიონის, როგორც ეპოქალური მნიშვნელობის პოეტის წარმოჩენა (ძირითადად, ბიოგრაფიულ მონაცემებზე, პოეზიაზე, დღიურებზე დაყრდნობით)

3.პროექტის სრული აღწერა:
1) პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა კოორდინირებულ მუშაობას შემდეგ რეკომენდებულ თემატიკაზე:
1. გალაკტიონის ცხოვრების გზა (ბიოგრაფიული ცნობები)
2. გალკტიონის პოეზია
3. ლიტერატურული წერილები
4. დღიურები და ჩანაწერები
5. პირადი წერილები
2) პროექტის ითვალისწინებს:
1. მცირე თეატრალურ დადგმას;
2. ლიტერატურულ კომპოზიციას (მთავარი თემატური ხაზია გალაკტიონის როგორც ეპოქალური გენიოსის წარმოჩენა). მნიშვნელოვანია ინოვაციურობა, წარმოდგენის შემეცნებითი ხასიათი.
3) პროექტის ითვალისწინებს ესეს შექმნას:
1. ,,სული შეშლილი და ბედნიერი”
2. ,,ლოცვა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში”
3. ,, . . . და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო”
4. ,,უსიყვარულოდ”
5. ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში”
6. ,,დემონი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში”
7. ,,ეპოქა და გალაქტიონის ტრაგიზმი”

4.მონაწილეთა ასაკი:
15 დან 16-წლამდე

5.ვადები/ხანგრძლიობა
ნებისმიერი 3 თვე, წლის განმალობაში

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მასალის მოძიება ბიბლიოთეკებში, არქივებში, დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. ჯგუფური მუშაობები. მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ფოტოალბომის, ბლოგების შექმნა, ნამუშევრების შექმნა თავისუფალ თემაზე, დისკუსიის გამართვა, პრეზენტაციის მოწყობა...

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ურთიეთობის გამყარებას; შიდა სასკოლო სივრცეში ორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სეგმენტის (მოსწავლე, მასწავლებელი) კოორდინირებულ თანამშრომლობას; ჯანსაღი კონკურენციის გარემოს შექმნას; სასკოლო პროცესის გამრავალფეროვნებას და გააქტიურებას; საგაკვეთილო პროცესში ნაკლებადმოტივირებულ მოსწავლეთა ჩართვას კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების გზით, საინტერესო სასკოლო ინიციატივების წახალისებას...

8.სარგებელი სხვებისთვის :
მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ ბლოგს გააცნობენ თანატოლებს, მასწავლებლებს, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას - პრეზენტაციის დროს.

9.სამუშაო ენა :
ქართული

10.მონაწილეობა სხვა სკოლებიდან:
არ გვყავს

11.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში. ინგლისური ენა: ეცნობიან თარგმნილ ტექსტებს. ამით იუმჯობესებენ კითხვას და თარგმნის უნარს; ითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას. ისტორია: გაეცნობიან გალაკტიონის მოღვაწეობის ხანას, როგორ ეპოქაში უწევდა მოღვაწეობა პოეტს და რა ზეგავლენა მოახდინა მასზე ისტორიულმა მოვლენებმა.ხელოვნება: მოსწავლეები ეცნობიან გალაკტიონის მონუმენტურ ძეგლებს

12. პროექტის ფასილიტატორი:
მარიკა გუნია

13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
marikagunia@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი:
http://marikagunia.blogspot.com/